ლაშა დოლბაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გელაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლაშა დოლბაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გელაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთიდან დროებით დევნილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში ლაშა დოლბაძემ მეწარმეებს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტები გააცნო, მოისმინა მათი საჭიროებები და მათთან ერთად ბიზნესის გაძლიერების გზებზე იმსჯელა.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას აღინიშნა, სამინისტროს საქმიანობის მთავარ პრიოროტეტს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და დევნილი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს.