2025-03-15 |
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დროებით დევნილი ახალგაზრდები პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობით გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივითა და აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი 50 მოზარდი რუსთავის სპორტის სასახლეში, პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობით გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრო.
ტურნირი საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მასში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული და ქართული კრივის სხვა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 50 ახალგაზრდას დღეს შესაძლებლობა მიეცა პროფესიონალი მოკრივეების შეჯიბრებას დასწრებოდა.
აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტის სფეროს განვითარება და გაძლიერება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სპორტის სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდეთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.