აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები წარადგინა.

16 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მეწარმე ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით , საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები წარადგინა.

მეწარმეებმა სტუმრებს საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები გააცნეს, მათ შორის ნაქსოვი სათამაშოები და კალათები, სუვენირები და სამკაულები.

გამოფენილმა პროდუქციამ დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მადლობა მეწარმე ქალთა ასოციაციას თანამშრომლობისთვის.