დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე, ინდივიდუალურად იქნა განხილული აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებები. მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი პროექტები განხორციელდება.

„მოქალაქეებისგან ინფორმაციების მიღება და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისთვის და კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დროულად გადავჭრათ დევნილთა წინაშე არსებული პრობლემები და შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მოქალაქეებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება და მსგავსი შეხვედრების შედეგად, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.