2025-04-25 |
მთავრობის აპარატი
ლევან მგალობლიშვილმა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, წმინდა საყდრის სადესპანოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მთავრობის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო და კათოლიკურ ეკლესიასა და მის მრევლს თანაგრძნობა გამოუცხადა.