აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ბარამიამ აფხაზეთის ომის ვეტერანებს საახალწლო ნობათები გადასცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია აფხაზეთის ომის ვეტერანთა ოჯახებს ესტუმრა. მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა. მთავრობის თავმჯდომარემ, საახალწლო ნობათები გადასცა აფხაზეთის ომის ვეტერანს ანატოლი არაბინსკის რომელმაც, აფხაზეთის ომში ქვედა კიდური დაკარგა. "როცა მომხდური მტერი ჩვენს ქვეყანას უტევდა, ანატოლი ქართველებთან ერთად იცავდა საქართველოს. სამწუხაროდ, აფხაზეთის ომში ანატოლიმ ქვედა კიდური დაკარგა. ის დღეს პირველი ჯგუფის ინვალიდია. მე მინდა მას ვუსურვო, რომ დამდეგი ახალი წელი, საქართველოს გამთლიანების წელი ყოფილიყოს და ანატოლის ჩვენთვის მასპინძლობა მშობლიურ სოხუმში გაეწიოს,"- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გიორგი ბარამიას გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ბარამიას ომის ვეტერანების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის. მისი სტუმრობა ჩვენთვის დიდი იმედისა და სტიმულის მომცემია,"- აღნიშნა ანატოლი არაბინსკმა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, დღის განმავლობაში რამდენიმე ვეტერანის ოჯახს ესტუმრა. მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.