ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთიდან დროებით დევნილ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთიდან დროებით დევნილ წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა სპორტსმენების კარიერულ საჭიროებებსა და მხარდამჭერ პროგრამებზე ყურადღება გაამახვილა, დამსახურებული წარმატება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. თავის მხრივ სპორტსმენებმა მინისტრს საკუთარი პროფესიული გამოცდილება და სამომავლო მიზნები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ ირმა ხეცურიანი 2025 წლის პარაფარიკაობის  მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ანასტასია ცანავა, ფარიკაობაში საფრანგეთის 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.