აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ღვაჩლიანი რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე გამართულ ანსამბლ „აფხაზეთის“ შემაჯამებელ კონცერტს – „ქორეონიკონს“ დაესწრო.
ანსამბლმა მაყურებელს ორმოქმედებიანი პროგრამა წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა კუთხის, სტილისა და ჟანრის მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ კომპოზიციებს. ქორეოგრაფიული ქრონიკების სახით წარმოდგენილი იყო ქართული საცეკვაო და მუსიკალური ფოლკლორის მრავალფეროვანი ნიმუშები.
პროგრამა მოიცავდა პოპულარულ ცეკვებს, მათ შორის: „ჩაკრულო“, „ჩანბა“, „განი და განა“, „ფანდური“, „შვანთე“, „კიი-ტოო“, „ვაჟა“, „მეგრული ცეკვა“, და „ქვორუმი“. ღონისძიებას მუსიკალურად მომღერალთა გუნდი „აფხაზეთი“ აფორმებდა.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.