აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა ქალაქ წყალტუბოში გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნირში "აფხაზეთის თასი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც იმერეთის რეგიონში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებმა 60-მდე აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.
სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ქალაქ წყალტუბოს მერის მოადგილე გია კვასტიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.