აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ჯემალ გამახარიასთან, მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად 2008 წლის ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი, 26 000 კი დევნილად იქცა.