აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროსა და Skillwill-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
საგანმანათლებლო პროექტი აფხაზეთიდან დევნილ 140-მდე ახალგაზრდაზეა გათვლილი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დაეუფლონ ისეთ თანამედროვე, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიც არის IT პროექტების მართვა, გრაფიკული დიზაინი, UX/UI დიზაინი, ფულ-სტეკ ვებდეველოპმენტი, სოციალური მედიის მართვა და კიბერუსაფრთხოება.
ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია Skillwill-ში გაიმართა და მას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად დაესწრო.
ღონისძიებაზე შეკრებილ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა, რომელმაც პროექტის მნიშვნელობასა და აფხაზეთის მთავრობის ჩართულობაზე ისაუბრა.
პროექტი აფხაზეთის მთავრობის, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოსა და რეზო თურნავას ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.
პრეზენტაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გვირჯიშვილი, Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა ხანდოლიშვილი ესწრებოდნენ