აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგები და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგები და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი.
დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პედაგოგები და დირექტორები.
ღონისძიების ფარგლებში, მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
აფხაზეთის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წლის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება