2025-10-20 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
დირსის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის რეკრეაციული სივრცეების შექმნისა და ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აფხზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ლევან თევზაიამ და მიხეილ ანჩაბაძემ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდმა და აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახებმა.
ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში სხვადასხვა სახეობის 200-მდე დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო.