ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია გაიცემა სახვითი ხელოვნების დარგებში (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება) შექმნილ ნამუშევრებზე, რომლებიც გამოირჩევიან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებითა და ხერხებით, ტექნიკური, შინაარსობრივი და სხვა მახასიათებლებით.
პრემიის მოსაპოვებლად ნამუშევრის წარდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ სახვითი ხელოვნების დარგებში.
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მისანიჭებლად გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევრებს გამოავლენს კომისია.
საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი ავტორს უკან უბრუნდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე.
მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგნინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში.
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №68 (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე)
ვრცლად, იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://abkhazia.gov.ge/banner/27
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ცხელი ხაზს: 143