2025-11-18 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სალომე კაპანაძე ავთანდილ შენგელიას, საიუბილეო პერსონალური გამოფენის „ჩემი ფერები“ გახსნას დაესწრო
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სალომე კაპანაძე აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის, ავთანდილ შენგელიას, საიუბილეო პერსონალური გამოფენის „ჩემი ფერები“ გახსნას დაესწრო.
გამოფენაზე ავტორის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მათ შორის საქართველოში და საზღვარგარეთ შექმნილი მართლმადიდებლური ტაძრების აღდგენის, რესტავრაციისა და მოხატვის უნიკალური ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენა აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა.





