აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი თავისუფალ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ზური ქალდანის სახელობის თასის გათამაშებას დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 250-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა.
აფხაზეთის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც პრიზიორები და ჩემპიონები გამოვლინდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ სპორტულ ცენტრში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
სპორტულ ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და სპორტის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





