აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა

აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა საბერძნეთის ქალაქ ათენში კულტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა.

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება და 2 სექტემბრამდე გასტანს. აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და ახლგაზრდული კაპელა მასში მონაწილეობას პირველად მიიღებს და მაყურებლის წინაშე ქართულ-აფხაზური სემღერებითა და ცეკვებით წარსდგება.

ფესტივალში ასევე მონაწილეობას იღებენ ესპანეთის, სერბეთის, ჩინეთის, ინდოეთის, იორდანიის, ერაყის, პოლონეთის, მექსიკის, შვედეთის ინდონეზიის და შვეიცარიის წარმომადგენლები.