აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია ბათუმის მკვიდრის, აფხაზი ქალბატონის, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფერიდე აცამბასადმი მიძღვნილ, ნათელა დუმბაძის წიგნის „ფერიდე“-ს პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთისა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტაბგ ყოლბაია ნათელა დუმბაძის წიგნის „ფერიდეს" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც 22 აგვისტოს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა.

საქართველოში სოროპტიმისტული მოძრაობის დამფუძნებლის, „ქართულ-აფხაზური საგის" პირველი პრეზიდენტის ნათელა დუმბაძის წიგნი „ფერიდე" ბათუმის მკვიდრ, აფხაზ ქალბატონს, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ფერიდე აცამბას მიეძღვნა. ქალბატონ ფერიდეს უდიდესი წვლილი შეაქვს ქართველთა და აფხაზთა შორის ურთიერთობების დარეგულირებაში. გამომსვლელბმა ხაზი გაუსვეს ქალბატონ ფერიდეს დაუზოგავ ენერგიას, ძალისხმევას, რომელსაც ის ანდომებს ქართველებსა და აფხაზებს შორის ომამდელი ურთიერთობის დაბრუნებას.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენთი ოთარ კვესიტაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ავთანდილ ბერიძე, აჭარის განათლების, კულტურტისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აფხაზეთის ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ ლომთათიძე, საქართველოს კოლტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები, აჭარაში მცხოვრები ეთნიკური აფხაზების წარმომადგენლები.