დავით ფაცაცია „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტს დაესწრო

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - გიორგი ჯინჭარაძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძესთან, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საგუნდო მუსიკის კონცერტს დავესწარი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.

კონცერტზე გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა წარდგნენ. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო მუსიკის ნაწარმოებები.

სწორედ კულტურა, ხელოვნება არის პირველი ხიდი, პირველი წყარო - ნდობის, სიყვარულის, ერთობის. ყველაზე სწორი გზა მშვიდობის და ქვეყნის გაერთიანების ეროვნული მნიშვნელობის საქმეში.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებით, ურთიერთმიტევებით, ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისევ ერთად და მშვიდობით, შევქმნით სიყვარულზე დაფუძნებულ ახალ, ძლიერ ერთობას და ერთად განვავითარებთ ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ რეგიონს - აფხაზეთს’’-განაცხადა დავით ფაცაციამ