2026-06-04 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ინტერპელაცია გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ბესიკ კუსიდის ინტერპელაცია გაიმართა.
სხდომაზე მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომლებიც სამინისტროს საქმიანობას, მიმდინარე პროგრამებს, ბიუჯეტის შესრულებასა და დევნილი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას ეხებოდა.
ბესიკ კუსიდიმ დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის დასასრულს, დეპუტატებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი განმარტებები მიიღეს. სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას.




