აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზ მრავალშვილიან დედას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზ მრავალშვილიან დედას ნატალია მარშანიას შეხვდა.

ნატალია მარშანია ქართველ მეუღლესა და 6 შვილთან ერთად კოჯორში ცხოვრობს. ოჯახი შვილებს ქართულ–აფხაზური ტრადიციებით და ცნობიერებით ზრდის.

ნატალია მარშანია ვახტანგ ყოლბაიას პრობლემების შესახებ ესაუბრა, რომელიც ძირითადად სოციალურ პრობლემატიკას უკავშირდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა აფხაზ ქალბატონს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.