2026-08-24 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მიხეილ ანჩაბაძე "შავი ზღვის თაფლის ფესტივალს" დაესწრო
20-21 აგვისტოს ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები, რომლებმაც სტუმრებს თაფლისა და მეფუტკრეობის მრავალფეროვანი პროდუქცია, ასევე ხელნაკეთი ნივთები წარუდგინეს.
ფესტივალი ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება და ხელს უწყობს მეფუტკრეობის დარგის პოპულარიზაციას, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ცნობადობის გაზრდას.
ღონისძიება აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციისა და აჭარის სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
