2026-09-15 |
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
თენგიზ ნასარიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისში, აფხაზეთის №5 საჯარო სკოლას ესტუმრა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ქუთაისში, აფხაზეთის №5 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა.
თენგიზ ნასარიძემ, აფხაზეთის ა/რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილთან ერთად მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატებული სასწავლო წელი უსურვა და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცა.
