ლევან თევზაიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის შენობა გახსნა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ლევან თევზაიამ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) რეგიონულ კოორდინატორთან სალიჰ ოზერთან ერთად ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის შენობა გახსნა.
 
სარეაბილიტაციო სამუშაოები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში განახლდა საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, ა(ა)იპ ხონის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა სიმონიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.