მიხეილ ანჩაბაძე „თბილისობა-2026“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე „თბილისობა-2026“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც თბილისის მერიის ორგანიზებით გამართული გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა.
 
თბილისობის ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი დევნილი მეწარმეები მონაწილეობდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ მათ მიერ შექმნილ პროდუქციას და შეეძინათ სხვადასხვა სახის ნაწარმი.
 
დევნილი მეწარმეების მხარდაჭერა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და პროდუქციის პოპულარიზაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.