აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა კუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

თედო ქებურიამ, აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 2026 წლის კუდოს ევროპის ჩემპიონატზე, 18-წლამდელთა შორის ვაჟთა მძიმე წონით კატეგორიაში, ჩემპიონობა იზეიმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ულოცავს ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებულ ასპარეზობასა და მოპოვებულ ტიტულს.