სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ბაკალავრებისათვის

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 აგვისტოს #218 დადგენილებით სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება 90 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში) არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;

ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთში), ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებმა 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია: დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.