აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-თემატურ კონფერენციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-თემატურ კონფერენციას „აფხაზეთის კონფლიქტი 20 წლის გადასახედიდან" დაესწრო.

სამეცნიერო-თემატური კონფერენცია აფხაზეთის კონფლიქტის აქტუალური საკითხების ანალიზს მიეძღვნა, კერძოდ, თუ რა მოხდა აფხაზეთში, რა შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში, რა გეოპლიტიკური რეალიები მივიღეთ კონფლიქტის სამხედრო ეტაპის დასრულებიდან დღემდე, როგორია 90-იანი წლების დამდეგის მოვლენების და პოსტკონფლიქტური პერიოდის ხედვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, როგორია აფხაზური და ქართული საზოგადოების დღევანდელი აღქმა 1992-1993 წლების ტრაგედიისა.

კონფერენციას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კონფერენცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერითა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.