აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ჯანო ჯანელიძის ერთტომეულის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადამიისა და აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა მწერალთა სახლში ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანო ჯანელიძის ერთტომეულის პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია (ელგუჯა) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გოგი ფაცაცია, საზოგადო მოღვაწეები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ჯანო ჯანელიძის „ერთტომეული" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის შემოქმედებითი კავშირის ინიციატივით გამოიცა, რომელშიც შესულია პოეტის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები.