აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფახაზეთის უმაღლესმა საბჭომ გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა, 1992 წლის 5 ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მათ გაგრის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში (ლურჯი მონასტერი) დაღუპულთა სულების საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრემბა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ერიანობისათვის დაღუპულ მეომრებს.