აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მიერ სკვერი „აფხაზეთი“ შეიქმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა 100-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე დარგეს, რაც საფუძვლად დაედო სკვერის - „აფხაზეთს" შექმნას.

გამწვანების აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილემ ფლორიან გუბლერმა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხემძღვანელმა ვალერი ბასარიამ და აფხაზეთიდან დევნილმა პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოება", აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ სახალისო გაკვეთილი ჩაუტარა. მოზარდებს საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილემ საჩუქრები დაურიგა. ბავშვებს ასევე სამინისტროს მობილური ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ, რომელიც განახლდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიება აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.