აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ინვალიდ-ამპუტანტთა საფეხბურთო გუნდებს შორის საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ხელშეწყობით, ინვალიდ-ამპუტანტთა საფეხბურთო გუნდებს შორის საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა საფეხბურთო გუნდმა - „აფხაზეთი" მიიღო, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ინვალიდ-ამპუტანტი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

ჩემპიონატში მონაწილე ექვსს საფეხბურთო გუნდს შორის გუნდმა - „აფხაზეთი" საუკეთესო ტექნიკური გუნდის ტიტული მოიპოვა.

ჩემპიონატის საზეიმო დახურვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს.