აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სვეტლანა ქეცბას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აფხაზეთისა და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსებისა და წმინდა გიორგის ოქროს ორდენების კავალერის, „აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის" თავმჯდომარის, სვეტლანა ქეცბას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, მეუფე დანიელი, დეკანოზი ბიძინა, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება დაესწრო.

საღამო გახსნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. იუბილეზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ვახტანგ ყოლბაია, მეუფე დანიელი, დეკანოზი ბიძინა, ჯონი აფაქიძე, ელგუჯა გვაზავა, პროფესორი ოთარ ჟორდანია, პოეტი მზია ხეთაგური და სხვები.

საიუბილეო საღამო საკონცერტო პროგრამით დასრულდა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.