აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატთა შესარჩევად „პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:

„სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში - პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში - სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.

კანდიდატთა წარდგენის წესი:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს (ორგანიზაციებს) და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს არანაკლებ ათი წევრის შემადგენლობით.

ცალკეულ საინიციატივო ჯგუფს და თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენის უფლება.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.