საქართველოს მხატვართა კავშირის დაფუძნებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზა"-ში საქართველოს მხატვართა კავშირის დაფუძნებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა მოეწყო. გამოფენის პარალელურად წიგნის „საქართველოს მხატვრები" პრეზენტაცია გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებია შესული. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საღამოს დასასრულს საიუბილეო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით მოეწყო.

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უამღლესი საბჭოს წარმომადგენლები, ცნობილი მხატვრები და დევნილი საზოაგდოება დაესწრო.

ქალაქ თბილისის მერიამ საქართველოს ხელოვნებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის დიპლომებით დააჯილდოვა 25 მხატვარი, მათ შორისაა აფხაზეთიდან დევნილი მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი.