აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცა

6 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" მოილოცეს, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მთავარეპისკოპოსის მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.

სამების საკათედროს ტაძრის მღვედელთმსახურმა არქიმანდრიტმა პიმენმა (ქარდავა), რომელიც წარმოშობით ასევე აფხაზეთიდანაა, ღვთისმშობლის სადიდებელი პარაკლისი აღავლინა.

ხატი - „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" აფხაზეთში 20 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა.