აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

გიორგი ბარამია რეგიონში მცხოვრებ დევნილებს ხვდება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია 24 მარტს,  ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ და ქ. ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ  კოდორის ხეობიდან დევნილ ქოჩქიანების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს. გიორგი ბარამიამ ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადასცა.
25 მარტს მთავრობის  თავმჯდომარე ქ. ზუგდიდში, მოსკოვის ქ.№ 5-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა. გიორგი ბარამიამ ხანძრით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ 14 ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება და კვების პროდუქტები გადასცა.  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ თვითმართველობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად  დევნილთა პრობლემების  გადაჭრის გზები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამია აჭარის ა-რ მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.