აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები სამეგრელოს რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს შეხვდნენ

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ავთანდილ ძაგანიამ, ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვაძაბიამ ქ.ზუგდიდში, სენაკში, ხობსა და ფოთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

მთავრობის წევრები დევნილთა სხავადსხვა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრნენ, არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და დევნილთა პრობლემები მოისმინეს.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტი დაათვალიერეს.

დევნილთა კორპუსების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და ახალ საცხოვრებელ ბინას 256 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს. აღნიშნული კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსებით ხორციელდება.