აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონული მართვის საკითხებში კონსტანტინე კუჭუხიძე და დევნილთა და განსახლების სამინისტროს სამეგრელოს მხარის წარმომადგენლები დღეს ზუგდიდში, ტექნიკუმის ყოფილ შენობაში შესახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნულ ობიექტზე არსებულ დევნილთა პირობებს ადგილზე გაეცნო და მათი პრობლემები მოისმინა.

დევნილებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეწყვეტილი ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ამ ეტაპზე იძულებით გადაადგილებული პირები მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებიდან ფართების გამოყოფას ითხოვეს, რომელიც ზუგდიდის სხვადასხვა უბნებში სპეციალურად დევნილებისთვის შენდება.