დღეს, სოხუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდოამრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სოხუმის სახელმწიფო უნიევრსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ითავლისწინებს ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში სტუდენტების ინტეგრაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო სტრუქტურებში სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას, ასევე დასაქმებას. უნივერსიტეტი თავისი ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფს მთავრობის თანამშრომლებისათვის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული სერტიფიცირებული კურსების გავლას.