გიორგი ბარამია აფხაზეთის კარატე ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთის კარატე ფედერაციის თავმჯდომარედ აირჩიეს. გადაწყვეტილება საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის მიერ იქნა მიღებული. აფხაზეთის ლეგიტიმური კარატე ფედერაცია ოფიციალურად 20 აპრილს დაფუძნდა.

მსოფლიოს კარატეს ფედერაციის (WKF) გადაწყვეტილებით, გიორგი ბარამიას საპატიო მესამე დანი მიენიჭა. შესაბამისი დიპლომი და ,,შავი ქამარი"  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ გადასცა. გიორგი ბარამია ჯერ კიდევ სოხუმში აქტიურად ვარჯიშობდა კარატეში. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სპორტი ქართველებისა და აფხაზების გასაერთიანებლად ერთ-ერთი საუკუთესო საშუალება იქნება.

უახლოს პერიოდში კარატეში აფხაზეთის თასის გათამაშება იგეგმება.