სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის რაიონსა და სენაკში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ 22 დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.
აღნიშნულ კომპაქტური ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შუამდგომლობით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა ოპერატიულად განახორციელეს.
სამეგრელოს რეგიონში 19-20 ნოემბერს ძლიერმა ქარმა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლების ობიექტებს სახურავები ახადა და საწრეტები დაუზიანა. ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ქარის შედეგად მიყენებული პრობლემები მოგვარდა.