2011-05-06 |
მთავრობის აპარატი
აფხაზი ბავშვები საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდნენ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით, 9 აფხაზი ბავშვი პრეზიდენტის სასახლეს სტუმრობდა. ბავშვებს ადმინისტრაციის წარმომადგენლობამ თბილი დახვედრა მოუწყო. მათთვის სპეციალური ექსკურსია ჩატარდა. აფხაზმა ბავშვებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და კაბინეტი დაათვალიერეს. მოზარდებს ფურშეტით გაუმასპინძლდნენ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
აფხაზი ბავშვები ოკუპირებული აფხაზეთიდან ოჯახებთან ერთად 2009 წელს გადმოვიდნენ და თბილისში დასახლდნენ.