აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, საქართევლოს სამოციქულო ეკელსიის წმინდანის ექვთიმე თაყაიშვილისადმი (ღვთისკაცი) მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო-თემატური კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ღვაწლზე, მის საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ისაუბრეს. მოხსენებით წარსდგნენ უნიევრსიტეტის პროფესორები ზურაბ პაპასქირი, ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, ვახტანგ ჯაფარიძე, დაზმირ ჯოჯუა და ჯამბულ ანჩაბაძე.

კონფერენციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები და სტუდენტები დაეწრნენ.

ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, კონფერენციის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

კონფერენცია სოხუმის სახლემწიფო უნივერსიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართევლოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.

UNESCO-მ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოაცხადა და ის საერთაშორისო მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღებში შეიყვანა.