აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ აფხაზეთიდან დევნილ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი მიულოცა.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანს, საქართველოს დამსახურებულ ბუღალტერს, 93 წლის ციქორი მარღანიას ოჯახში ეწვია. გიორგი ბარამიამ ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის მას მადლობა გადაუხადა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.
,,მე მინდა მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს გამარჯვების დღე მივულოცო. მათ ხანგრძლივი სიცოცხლე, ხოლო აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს ჩვენთან ერთად აფხაზეთში დაბრუნება ვუსურვო," - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისგან საჩუქრები და მისალოცი ბარათები აფხაზეთიდან დევნილმა 100-ზე მეტმა ვეტერანმა მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო.