აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა რეფერალური მომსახურების პროგრამები აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებაში. ასევე საუბარი შეეხო მათთვის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების საკითხს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და კერძო სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.