აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„მწიგნობართა კლუბი“-ს წევრი დევნილი მოსწავლეები მწერალ ბესიკ ხარანაულს შეხვდნენ

საქართველოს მწერალთა სახლში აფხაზეთის საჯარო სკოლების „მწიგნობართა კლუბი"-ს წევრი, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართველ მწერალს ბესიკ ხარანაულს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროექტის „მწიგნობართა კლუბი"-ს ფარგლებში მოეწყო.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

კლუბის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები თავად ბესიკ ხარანაულისთვის დაესვათ და განეხილათ მწერლის მიერ შექმნილი ნაწარმოებები. დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლების მწიგნობართა კლუბის წევრებმა მიიღეს. პროექტის გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ქართველი მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული 2010 წლის ოქტომბერში წარდგენილი იქნა ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. მისმა მოდერნისტულმა შემოქმედებამ თვისობრივი სიახლე შეიტანა მეოცე საუკუნის პოეზიაში.