მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის რევაზ სულუხიას წიგნის „ლამაზი, ჯანმრთელი ცხოვრება“ პრეზენტაცია აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში

აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, აკადემიკოსის რევაზ სულუხიას წიგნის ლამაზი ჯანმრთელი ცხოვრება" პრეზენტაცია  გაიმართა. წიგნის თანაავტორია ჟურნალისტი ქეთევან ჩემია.

წიგნი სამნაწილიანია და ავტორების მიერ ჩაფიქრებულია, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჯანმრთელი, ლამაზი და წარმატებული ცხოვრებისათვის. წიგნის პირველ ნაწილი რევაზ სულუხიას პიროვნებასა და პირად ცხოვრებას ასახავს. ბოლო ძირითად, ნაწილში პროფესორის რეკომენდაციებთან ერთად მოცემულია, ჯანმრთელობის, ავადმყოფობის, ორსულობის, მისი პათოლოგიისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე გადმოცემულია კონფლიქტამდე არსებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ჯანდაცვის სფეროში და ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში ლელა გულედანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.

რევაზ სულუხია 2003 წლიდან დღემდე არის აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ცენტრის მთავარი გინეკოლოგი. მანამდე მუშაობდა გულრიფშის რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოში, ასევე გულრიფშის სამშობიარო სახლის I სამეანო განყოფილების გამგედ, სოხუმის სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად, იყო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი. არის საქართველოს მეან-გინეკოლოგთა პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიისა და რედპოდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი.