გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართევლოში მოღვაწეობის 20 წლისთავი აღნიშნა. საზეიმო მიღება საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა, სადაც მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.
საღამო საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტიმ გახსნა. მან სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართა.
პარალელურად, მოეწყო ფოტო-გამოფენა, რომელიც გაეროს მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს ასახავდა. საღამოს დასასრულს ნონა გიუნაშვილმა ქვიშით ხატვის ინსტალაცია წარმოადგინა, რომელიც გაეროს საქართველოში მოღავწეობის 20 წლისთავს მიეძღვნა.
საღამოს საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.