აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ,,ბომბორას’’ პარკს სტუმრობდნენ

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობამ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლა.

ბავშვებმა მთაწმინდის პარკი დაათვალიერეს. მათ მთელი დღის განმავლობაში პარკის სხვადასხვა ატრაქციონზე უფასოდ გართობის საშუალება მიეცათ.

ღონისძიება აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და მთაწმინდის პარკის  ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. მასში 40-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.